Preloader

პირველი ლიგის ამოცანები


დაწყების თარიღი: 2019-05-15

2018-19 სასწავლო წლის მეშვიდე ტურის ამოცანები

 

ამოცანების ჩაბარების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 მაისის 16.00 საათამდე

 



I ამოცანა

გადასხმები

 

კასრში 16 ლიტრი წყალია. როგორ გავყოთ ეს წყალი ორ ტოლ ნაწილად, თუ გვაქვს ორი ცარიელი ჭურჭელი - 6 ლიტრიანი და 11 ლიტრიანი.



II ამოცანა

ოპოზიციის ლიდერის ლოგიკა

ერთ-ერთი ქვეყნის პარლამენტში ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა ტოლია.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონის კენჭისყრაში ყველა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა და ზოგმა ხმა მისცა კანონს, ზოგიც წინააღმდეგ წავიდა. თავი არც ერთ მათგანს არ შეუკავებია.
ცოტა ხნის შემდეგ თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ კანონი მიღებულია, ვინაიდან კანონს ხმა მისცა 23-ით მეტმა დეპუტატმა, ვიდრე იყო წინააღმდეგი.
ამის შემდეგ ოპოზიციის ლიდერი წამოდგა და განაცხადა, რომ ხმები არ არის სწორად დათვლილი.
როგორ გამოიტანა მან ეს დასკვნა?



III ამოცანა

ბოსტნეულის ქურდობა

ერთ გლეხს მოპარეს ბოსტნეული. გლეხმა სასამართლოში იჩივლა. სასამართლოზე კურდღელმა, ჩვენების მიცემისას, თქვა, რომ ბოსტნეული მოიპარა თაგვმა. თაგვმა და თხუნელამაც მისცეს ჩვენება, მაგრამ რა თქვეს, ჩვენთვის უცნობია. საბოლოოდ გაირკვა რომ მხოლოდ ქურდმა თქვა სიმართლე. ვინ არის ქურდი?



IV ამოცანა

რამდენი მოსწავლე ყოფილა?

სამ კლასში 123 მოსწავლე იყო. როცა პირველი კლასიდან სხვა სკოლაში გადავიდა 2 მოსწავლე, მეორე კლასში მიიღეს ორი მოსწავლე, ხოლო მესამე კლასში მიიღეს 9 მოსწავლე, სამივე კლასში მოსწავლეთა რაოდენობა გათანაბრდა. რამდენი მოსწავლე ყოფილა თითოეულ კლასში თავდაპირველად?



V ამოცანა

ლოკოკინა

ლოკოკინა ყოველ 6 წამში 5 სმ-ს გადის და ყოველი 5 მეტრის გავლის შემდეგ 2 წუთს ისვენებს. მოძრაობის დაწყებიდან რამდენ ხანში გაივლის ლოკოკინა 20 მეტრს?



უმაღლესი ლიგის ამოცანები


დაწყების თარიღი: 2019-05-15

ამოცანების ჩაბარების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 მაისის 16 საათი

 



I ამოცანა

აწონები

2005 მონეტიდან ერთი ყალბია. თეფშებიანი სასწორის მეშვეობით, საწონების გარეშე, ორი აწონით როგორ გავიგოთ, ეს მონეტა ნამდვილზე მძიმეა თუ მსუბუქი?



II ამოცანა

საპირველაპრილო ხუმრობა

საერთო საცხოვრებელში 30 ოთახია. ამ ოთახების ბინადრები ყოველწლიურად, პირველ აპრილს, ერთსა და იმავე ხუმრობას იმეორებენ. რიგრიგობით იღვიძებენ და თუ გაღვიძებულის ოთახის კარი ადგილზეა, მაშინ იგი მოხსნის რომელიმე სხვა ოთახის კარს და სარდაფში ჩაიტანს, ხოლო თუ მისი ოთახის კარი მოხსნილია, მაშინ იგი სარდაფიდან იღებს ნებისმიერ კარს და თავისი კარის ადგილას კიდებს. (თუ ამ ქმედებებიდან არც ერთია შესაძლებელი, მაშინ არაფერს მოიმოქმედებს). რა მაქსიმალური რაოდენობის კარები შეიძლება აღმოჩნდეს სარდაფში, როდესაც ყველა გაიღვიძებს?



III ამოცანა

ფერად-ფერადი რვაფეხები

თუ რვაფეხას ფეხების რიცხვი ლუწია, იგი ყოველთვის სიმართლეს ამბობს, ხოლო თუ კენტია, ყოველთვის ტყუის.
ერთხელ მწვანე რვაფეხამ უთხრა ლურჯს:
- მე 8 ფეხი მაქვს. შენ კი - მხოლოდ 6.
- არა, 8 ფეხი მე მაქვს, - წყენით თქვა ლურჯმა, შენ მხოლოდ 7 ფეხი გაქვს.
- ლურჯს მართლა 8 ფეხი აქვს, დაემოწმა იისფერი და ტრაბახით დაამატა - აი, მე კი 9 ფეხი მაქვს.
- 8 ფეხი არც ერთსა გაქვთ ჩემს გარდა, - საუბარში ჩაერთო ზოლებიანი რვაფეხა.
რომელ რვაფეხას ჰქონდა ზუსტად 8 ფეხი?

 



IV ამოცანა

რამდენი რიცხვია ასეთი?

გაეცით პასუხები შეკითხვებს:
1. რამდენი ორნიშნა ნატურალური რიცხვია, რომელიც იყოფა 2-ზეც და 3-ზეც?
2. რამდენი ორნიშნა ნატურალური რიცხვია, რომელიც იყოფა 2-ზე და არ იყოფა 3-ზე?
3. რამდენი ორნიშნა ნატურალური რიცხვია, რომელიც იყოფა 3-ზე და არ იყოფა 2-ზე?
4. რამდენი ორნიშნა ნატურალური რიცხვია, რომელიც იყოფა ან 2-ზე ან 3-ზე?
5. რამდენი ორნიშნა ნატურალური რიცხვია, რომელიც არ იყოფა არც 2-ზე და არც 3-ზე?



V ამოცანა

ფუნთუშები გაცნობისათვის

სუფრასთან გოგონები და ვაჟები სხედან. მათ წინ ლანგარზე 31 ფუნთუშა დევს. ყველა ახალგაზრდა არ იცნობს ერთმანეთს. ჯერ ყოველი გოგონა იღებს ლანგრიდან ფუნთუშებს და თითო-თითოს ურიგებს ყველა უცნობ ვაჟს, შემდეგ ყოველი ვაჟი იღებს ფუნთუშებს და თითო-თითოს ურიგებს ყოველ ნაცნობ გოგონას. ამის შემდეგ თეფშზე რჩება მხოლოდ ერთი ფუნთუშა. ცნობილია, რომ მაგიდასთან 6 გოგონა ზის.
რამდენი ყოფილა ვაჟი?





ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს

კონტაქტი

გაქვთ დამატებითი კითხვები? მოგვწერეთ...

შეტყობინება